6 ივლისს, ბელარუსის მიწაზე ჩამოაღწიეს ჩინეთის ჯარისკაცებმა “ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის,” ამაზე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამით აცნობა.
სამინისტროს მტკიცებით, ეს მანევრები 8-19 ივლისს ჩატარდება.
ეს ერთობლივი წვრთნა შექმნის “მყარ საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სამხედრო სფეროში,” – ნათქვამია განცხადებაში.
საინტერესოა, რომ 4 ივლისს ბელარუსი შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO), რომელიც პეკინსა და მოსკოვს მხარს უჭერენ, როგორც დასავლეთის გავლენის ალტერნატივას.
ბოლო წლებში ჩინეთი დიდ ნაბიჯებს დგამს კავშირების გასამყარებლად აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის სახელმწიფოებთან.
Sources: Geo.BigNY.com, Svoboda.org
Leave a Reply