ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა.
რადიო თავისუფლებას მარტვილის მერიაში განუცხადეს, რომ ძლიერი წვიმის გამო სოფლებში ღელეები გადმოვიდა კალაპოტიდან და სოფლების ნაწილში დაიტბორა გზები, ეზოები, ასევე სახლების პირველი სართულები.
მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროის მონაცებით, საუბარია დაახლოებით 6 სოფელზე. მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
Source: radiotavisupleba.ge
Leave a Reply