შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 50-მდე სუბიექტსა და ადამიანს, რომლებსაც ისინი ირანის სამხედროებისთვის მილიარდობით დოლარის გადატანაში ადანაშაულებენ.
ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტის 25 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სამიზნეები ჩართულნი არიან “ჩრდილოვან საბანკო ქსელში”, რომელსაც ირანის თავდაცვის სამინისტრო და “შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა” (MODAFL) და “ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი” (IRGC) იყენებენ. ორივე მათგანი შეერთებული შტატების სანქციების ქვეშაა.
“ქსელი დაეხმარა MODAFL-ისა და IRGC-ის, რომლებიც ფულს ნავთობისა და ნავთობქიმიკატების გაყიდვით გამოიმუშავებენ, მიეღოთ წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემებზე და მიეღოთ მილიარდობით დოლარის ექვივალენტი 2020 წლიდან”, – განაცხადა ხაზინამ.
ამერიკის სანქციები შეეხო ათობით კომპანიას ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე, ასევე ირანსა და თურქეთში დაფუძნებულ ფირმებს.
ვაშინგტონმა სანქციების მთელი რიგი დააწესა ირანული დრონების მწარმებლებისა და ასევე ჰუტების წინააღმდეგ, რომლებიც ნოემბრიდან ახორციელებენ დრონებისა და სარაკეტო შეტევებს სავაჭრო გემების მთავარ მარშრუტებზე. ეს, მათი თქმით, სოლიდარობაა პალესტინელებისადმი, რომელთა წინააღმდეგაც ისრაელს ღაზაში ომი აქვს გაჩაღებული.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ისევე როგორც გლობალურ ფინანსურ ინდუსტრიასთან, რათა გავზარდოთ სიფხიზლე ტერორიზმის მხარდამჭერი ფინანსების მოძრაობის წინააღმდეგ“, – თქვა ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადეეომ.
ირანის მისიას გაეროში, ნიუ-იორკში, ამერიკის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
Source: VOA.gov
Leave a Reply