ბეჭდვა
პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსურლებელმა ჯონ ბასმა, ბრიუსელში, პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯონ ბასი, 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ბასმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
“დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რაც კიდევ ერთი მაგალითია რუსეთი მცდელობისა ეკარნახა თუ როგორ უნდა იცხოვროს მეზობელმა ქვეყანამ და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში ნატოსთან, ძალიან შემაშფოთებელია ქართული ოცნების მთავრობის ევოლუციის ხილვა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. და, იცით, თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი – ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები ჩათვლიან, რომ ის მზადაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც თანსდევს წევრობას, მათ შორის, დაიცავს პრინციპებს, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს წინსვლა ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვიხილეთ”, – თქვა ბასმა.
ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს – იენს სტოლტენბერგი
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, დღეს ქართული საზოგადოების მისწრაფებები “ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია”.
“როგორც აშშ-ის ელჩი, რომელმაც ბევრი სამუშაო გავწიე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა “ქართული ოცნებისთვის” სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო გარანტირებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს საზოგადოებაში. ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევლია”, – თქვა მან.
დღეს, 24 ივნისს, განცხადება გააკეთა სახელმწიდო დეპარტამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჯიმ ო’ბრაიანმა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ალიანსის პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, მიწვეულნი არიან ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში ივლისში გაიმართება.
კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
“საქართველო და ყველა პარტნიორი იქნება მოწვეული პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ ქართველი ხალხის 80-დან, 85%-მდე [რაოდენობას] ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო დაახლოება სურს ”, – განაცხადა დღეს ჯიმ ო’ბრაიანმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
პრესასთან საუბარში, ო’ბრაიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგელებთან შეერთებული შტატები კომუნიკაციაშია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა “ქართული ოცნების” ლიდერებს გადახედონ უკანასკნელ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. “აგენტების” კანონთან დაკავშირებით.
“მთავრობა, და ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ, ამბობს რომ მათი უკანასკნელი ნაბიჯები არ უქმნის საფრთხეს ამ [ევრო-ატლანტიკურ] გზას. ჩვენ შევეცადეთ ვყოფილიყავით ძალიან მკაფიონი და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოსეფ ბორელმა დღეს ძალზედ ნათლად თქვა, რომ ბოლო ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ძალადობა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მოსკოვზე მოდელირებული უცხოური აგენტის კანონი და გადაწყვეტილება, რომ ახალი პორტი ჩინურ კომპანიას დაუთმონ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-ისა და ევროკავშირის დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ მთავრობას გადახედოს თავის პოზიციას”, – თქვა მან.
ო’ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
ო’ბრაიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველომ, თუ მას სურს დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, უნდა გაითვალისწინოს ამ ორგანიზაციათა პირობები.
“და ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის გადახედვას. ეს მართლაც საკმაოდ მარტივია. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი რომ ავიღოთ მაგალითად, – საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ითამაშოს ჩვენს საფეხბურთო ლიგაში და მერე თქვა, ოჰ, სხვათა შორის, ჩვენ გვსურს გვყავდეს 15 ფეხბურთელი მოედანზე. არა – იგივე რაოდენობის მოთამაშეები უნდა გყავდეს, როგორც ყველას. თუ გინდა ითამაშო ეს ისე უნდა გააკეთო, როგორც ყველა სხვა აკეთებს. ეს არის კლუბის წესები. ამიტომ, ეს არ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველომ სუვერენულად გადაწყვიტა, რომ სურს კლუბში გაწევრიანება. და ჩვენ უბრალოდ ვხსნით რას ნიშნავს ეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. იმავდროულად, ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული მათთან კომუნიკაციაში და ევროკავშირის ცალკეული ლიდერები აქტიურნი არიან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საუბრებს”, – თქვა მან.
ჯიმ ო’ბრაიანი საქართველოში ვიზიტით მაისში იმყოფებოდა. მაშინ მან მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერებს უკან გაეწვიათ ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი. მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” კანონი მიიღო, შეერთებულმა შტატებმა ქართველი ოფიციალური პირების, პარლამენტარების და ცალკეული ინდივიდების წინააღდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა.
Source: VOA.gov
Leave a Reply