რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრები

ოთხშაბათს, 26 ივნისს, რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი იწყება. ის მხოლოდ ერთია შეერთებული შტატების ათზე მეტ მოქალაქეს შორის, რომლებიც სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან, ნაწილი კი წინასწარაა დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდება. რამდენიმე მათგანის საქმე საკმაოდ გახმაურებულია.

ევან გერშკოვიჩი

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება, სადაც 2023 წელს, მივლინებაში მყოფი გერშკოვიჩი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ გერშკოვიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო აკრედიტებული ჟურნალისტად მუშაობაზე, მოსკოვის ცნობილ ლეფორტოვოს ციხეში მან წელიწადზე მეტი გაატარა.

გერშკოვიჩმა, მისმა დამსაქმებელმა “უოლ-სტრიტ ჯორნალმა” და შეერთებული შტატების მთავრობამ კატეგორიულად უარყვეს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ის “უსაფუძვლოდ დააპატიმრეს”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ თვეში გერშკოვიჩთან დაკავშირებით თქვა, რომ ვაშინგტონი “ენერგიულ ნაბიჯებს” დგამს, მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. პუტინის განცხადებით, მიმდინარე მოლაპარაკებები მედიისგან შორს უნდა წარიმართოს.

32 წლის გერშკოვიჩი მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში იმყოფება, სადაც მას დაკავების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. სასამართლო პროცესი ეკატერინბურგში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

პოლ უელანი

ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი 2018 წელს დააკავეს. მას განაჩენი უკვე გამოუტანეს და ის ახლა 16-წლიან სასჯელს იხდის. უელანი შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ირლანდიის და კანადის მოქალაქეა. ის ბრალდებებს უარყოფს.

დაკავების მომენტში უელანი გლობალური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მიჩიგანის ავტონაწილების მომარაგების კომპანიაში. რუსეთის პროკურატურის ბრალდებით, უელანი სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდა და დაკავებისას, მას საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ელექტრონული მოწყობილობა აღმოუჩინეს, რომელიც სხვისთვის უნდა გადაეცა.

უელანი არ ფიგურირებდა 2022 წელს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის პროცესში. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მაშინ რუსეთმა ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბოტში გაცვალა.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უელანი უსაფუძვლოდ დააკავეს.

ალსუ კურმაშევა

“რადიო თავისუფლების” ამერიკელი ჟურნალისტი, წარმოშობით რუსი ალსუ კურმაშევა ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამერიკის და რუსეთის.

ალსუ რუსეთში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა და გასული წლის ოქტომბერში დააკავეს იმის გამო, რომ ის, როგორც “რადიო თავისუფლების” თანამშრომელი, არ დარეგისტრირდა უცხოეთის აგენტად. მედიის საშუალება, რომელსაც ძირითადად შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს, რუსეთმა უცხოეთის აგენტად დაარეგისტრირა.

კურმაშევას მოგვიანებით დაუმატეს ახალი ბრალდება, რუსეთის არმიაზე “ყალბი” ინფორმაციის გავრცელება, რადგან ის უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებდა. ამ ბრალდებით, კურმაშევას სასჯელი შეიძლება 15 წლამდე გაიზარდოს.

ბრალდებებს “რადიო თავისუფლება”, კურმაშევა და მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ.

გორდონ ბლექი

სერჟანტი გორდონ ბლექი სამხრეთ კორეაში განლაგებულ, შეერთებული შტატების ძალებში მსახურებდა. ის 2 მაისს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში დააკავეს.

ბლექს ბრალად თავისი რუსი შეყვარებული გოგონასგან 10 000 რუბლის ($113) მოპარვა წაუყენეს. მოგვიანებით, მასაც დაუმძიმეს ბრალი შეყვარებულის ჩვენებების საფუძველზე, რომელიც აცხადებდა, რომ ჩხუბის დროს, ბლექი მას კისერში წვდა და მოკვლით ემუქრებოდა.

ბლექი დანაშაულს არ აღიარებს. ის 19 ივნისს გაასამართლეს და ორივე მუხლით დამნაშავედ ცნეს. ბლექს რუსეთის სასამართლომ სასჯელი 3 წლით და 9 თვით განუსაზღვრა.

პენტაგონი სერჟანტ ბლექის შემთხვევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან რუსეთში უნებართვო მოგზაურობით, არმიის შიდაგანაწესი დაარღვია. ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე, ბლექი რუსეთში ჩინეთის გავლით ჩავიდა.

რობერტ გილმანი

ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანიც უკვე გაასამართლეს. მას 2022 წელს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გილმანს ბრალად მატარებელში, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელზე თავდასხმა დაუმტკიცდა.

გილმანი რუსეთში განათლების მისაღებად ჩავიდა. სასამართლოში მან განაცხადა, რომ ინციდენტი არ ახსოვს, თუმცა ბოდიშს უხდის რუსეთს და რუს ოფიცერს.

ქსენია კარელინა

ორმაგი, ამერიკის და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქსენია კარელინა თებერვალში ღალატის ბრალდებით დააკავეს. ის რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ოჯახის მოსანახულებლად იყო ჩასული.

კარელინას სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა, 20 ივნისს დაიწყო, თუმცა შემდეგ 7 აგვისტოსთვის გადაიდო. მიზეზი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კარელინას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ლოს-ანჯელესში მცხოვრებ კარელინას მოსკოვი ბრალს უკრაინული ორგანიზაციისთვის თანხების მოზიდვაში სდებს. ბრალდების მიხედვით, აღნიშნული თანხის მიმღები საბოლოო ჯამში, უკრაინის არმია იყო. კარელინას ოჯახი ამბობს, რომ მან უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ნიუ-იორკშია დაფუძნებული, დაახლოებით $50 გადაურიცხა.

მარკ ფოგელი

ყოფილი სკოლის მასწავლებელი მარკ ფოგელი 14-წლიან სასჯელს იხდის. ის მასწავლებლობამდე მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა.

ფოგელს ბრალად ნარკოტიკების უკანონო გადატანა წაუყენეს და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. რუს სამართალდამცავთა განცხადებით, 2021 წლის აგვისტოში, ფოგელს 17 გრამი მარიხუანა უპოვეს.

თავად ფოგელი ამბობს, რომ ის მარიხუანას სამკურნალოდ იყენებს და ბარგშიც იმიტომ ედო. დაკავების მომენტში ის მოსკოვში მდებარე ამერიკულ სკოლაში ასწავლიდა.

რობერტ რომანოვ ვუდლენდი

ამერიკელმა მშობლებმა რობერტ რომანოვ ვუდლენდი ბავშვობაში რუსეთიდან იშვილეს. ისიც იანვარში ნარკოტიკების გადატანის მცდელობის გამო დააკავეს, რაც რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ვუდლენდი მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. მისი სასამართლო პროცესის დაწყების დღე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

იუჯინ სპექტორი

გასული წლის აგვისტოში ჯაშუშობის ბრალდების წაყენების შემდეგ, იუჯინ სპექტორს სასამართლო პროცესზე ქრთამის აღების დანაშაული დაუმტკიცდა. ის რუსეთშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა.

დაკავებამდე სპექტორი ფარმაკოლოგიური კომპანიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იყო. კომპანია “მედპოლიმერპრომი” კიბოს საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებებზე სპეციალიზდებოდა. სპექტორმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ის ცდილობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილისთვის ქრთამი შეეძლია.

source: https://www.amerikiskhma.com/a/along-with-gershkovich-who-are-the-other-americans-being-detained-in-russia/7669682.html


Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • ამერიკულ ქართულ ტელევიზიას ნიუ-იორკში:

    ამერიკულ ქართულ ტელევიზიას ნიუ-იორკში:

    TVISTOMI-ს სტუდია ბრაიტონის ტრადიციულ ცენტრში ტვისტომი TV-ი ბრუკლინში სტუდიას ხსნის ტვისტომი TV, კერძო ქართული ტელევიზია, რომელიც ამერიკის მოქალაქე ქართველებს ეკუთვნით, ბრუკლინში, ნიუ-იორკში ახალ სტუდიას ხსნის. ის მდებარეობს ბრაიტონ ბიჩ ავენიუზე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ყოფილი სსრკ ქვეყნებიდან იმიგრანტები. დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით, ნიუ-იორკში ქართული დიასპორა დაახლოებით 200,000 ადამიანს მოიცავს. ტვისტომი TV მედია კონგლომერატის ნაწილი, სიახლეებს ქართულ ენაზე…

  • ჩინეთის სამხედროები ბელარუსში ჩავიდნენ ანტიტერორისტული წვრთნებისთვის

    ჩინეთის სამხედროები ბელარუსში ჩავიდნენ ანტიტერორისტული წვრთნებისთვის

    6 ივლისს, ბელარუსის მიწაზე ჩამოაღწიეს ჩინეთის ჯარისკაცებმა “ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის,” ამაზე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამით აცნობა. სამინისტროს მტკიცებით, ეს მანევრები 8-19 ივლისს ჩატარდება. ეს ერთობლივი წვრთნა შექმნის “მყარ საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სამხედრო სფეროში,” – ნათქვამია განცხადებაში. საინტერესოა, რომ 4 ივლისს ბელარუსი შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO), რომელიც პეკინსა…

  • კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გიორგი სიხარულიძის ფილმი ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.

    კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გიორგი სიხარულიძის ფილმი ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.

    6 ივლისს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის ფილმი “პანოპტიკონი” ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა. “პანოპტიკონი” წარმოადგენს საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივ სურათს, მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩიჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე. ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო, რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების…

  • სტოლტენბერგი: „სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა იქნება.“

    სტოლტენბერგი: „სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა იქნება.“

    ნატო 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად ემზადება საიუბილეო სამიტისთვის, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. სამიტამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. “ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა სამიტზე იქნება უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და მათ სჭირდებათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა. ასე რომ,…

  • უკრაინამ გერმანიისგან “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო.

    უკრაინამ გერმანიისგან “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო.

    ახლა კი, ძვირფასო მკითხველო, ნება მიბოძეთ, გიამბოთ თანამედროვეობის ომებისა და დაუცხრომელი ერის ამბავი. გასულ პარასკევს უკრაინამ მცირე შვების გრძნობით გამოაცხადა, რომ საბოლოოდ მიიღო მესამე მათთვის ძალზე ნანატრი “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემა გერმანიისგან. თვეების განმავლობაში უკრაინა ამავეს ითხოვდა, რათა თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა რუსების უწყვეტი საჰაერო თავდასხმებისგან დაეცვა. ხედავთ, მოსკოვმა, წინა მავნებლობებით არ დაკმაყოფილებული,…

  • ნატოს სამიტზე ჭურვების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას შეეცდებიან – ანონიმური წყარო

    ნატოს სამიტზე ჭურვების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას შეეცდებიან – ანონიმური წყარო

    ნატო მზად არის ვაშინგტონის სამიტზე პირველად გამოაქვეყნოს თავდაცვითი ინდუსტრიის ვალდებულება, რათა ქვეყნებს მოუწოდოს, გააფართოონ იარაღის წარმოება და დაუბრუნდნენ საბრძოლო მასალის უფრო მკაცრ სტანდარტებს, რათა ბრძოლის ველზე ჭურვები ურთიერთჩანაცვლებადი გახდეს. ამჟამად, ნატო აკონტროლებს მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების სტანდარტის დაცვას, რაც მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის საბრძოლო მასალა გამოიყენონ. თუმცა, საარტილერიო ჭურვების შემთხვევაში, ეს ასე მარტივი არ არის.…

  • კალაძე ვერ მივიდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე, რადგან იმ დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა – მერიის განცხადება.

    კალაძე ვერ მივიდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე, რადგან იმ დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა – მერიის განცხადება.

    თბილისის მერიის პრესცენტრმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ კახა კალაძე, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ვერ მივიდა აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე, რადგან იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. 3 ივლისს, ოთხშაბათს, შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის, საზეიმო აღნიშვნა. ელჩი რობინ დანიგანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, დაახლოებით ერთი საათის…

  • რუსეთმა წინასწარი პატიმრობა გაუგრძელა საფრანგეთის მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ჯაშუშობა და “უცხოეთის აგენტად” არდარეგისტრირება ედება.

    რუსეთმა წინასწარი პატიმრობა გაუგრძელა საფრანგეთის მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ჯაშუშობა და “უცხოეთის აგენტად” არდარეგისტრირება ედება.

    ფრანგ ლორენ ვინატიესი, რომელსაც სავარაუდო ჯაშუშობისთვის და “უცხოეთის აგენტად” არდარეგისტრირების გამო, მონაკვეთის სახელმწიფო და საქართველოს ადგილმდებარეობის შესაბამისობას სასიამოვნო სისტემაში დაბრუნებულად უცნობა, გარდამვლელობის განმარტობითრუსეთმა აღარგისიტრირებას შესაძლებლობა არ მიაღწია და ამის მიზეზი გამოტოვა რუსეთმა მოძალების მოხმარება. უკრაინის მდივნელებმა მიუთითეს, რომ ვინატიეს რუსეთში მოცულობა უპირატესობის გამოთვლებით რომ ის იწვევს რეგისტრაციის წაშლას, მისი იდეოლოგიური მხარეს აიგრებს მთელ გამოვლენას და…

  • ჩინეთი რეაგირებით განიცდის, რომ მისი საჯაშუშო ბაზები აფართოებს კუბაში.

    ჩინეთი რეაგირებით განიცდის, რომ მისი საჯაშუშო ბაზები აფართოებს კუბაში.

    ბოლო მაგალითის მოთხოვნები მგზავრების მიერ მიღებული არიან, რომ ქვეყანა სტრატეგიულად ასოცირდება ჩინეთთან, ამიტომ ის შეიცავს ოთხ სამხედრო ბაზას, რომლებიც გამოისახულებენ ქვეყნის სტრატეგიულ სასწავლებლო პოლიტიკას. პეკინი შეიძლება მოუწოდოს ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენებით შეუძლებელი არქებული ამომხმარებელობა მოხსენება სამხედრო სამხედროების პარამეტრებზე. გამოსახულებები, რომლებიც გვაინტერესებს, შეიცავს მონდეი პუბლიკაციის გამოცდილებას სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, რომლის მეშვეობითაც ხელმძღვანელი იქნება მარტისა და…

  • ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.

    ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.

    თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში აცნობეს, რომ ბოლნისში მოხდა სამხედრო მოსწონილება— სუ-25 ბრალდებულის საერთო მინდვრების დროს იყო გაახლებული. ბრალდებული, კახაბერ ზურაბაშვილი, თანაცლად დაიკარგა ხელმძღვანელობის ამოცნობისას. “ამჟამად, თავდაცვის სამსახურები მზად არის, რომ იყოს დაკავებული განმავლობა, რა გაურბის”, მისამართის გამოცდის მიზეზე განცხადებაში წერია. ბოლნისში, აღარასოდეს მაღალი დღესასწაულისას, ხამლენი დაინახეს სამხედრო ბრალდებული სუ-25. “განისვენებს, რომ ბრალდებული დარჩა საზღვართო. გადაცემული იყო,…