თბილისის მერიის პრესცენტრმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ კახა კალაძე, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ვერ მივიდა აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე, რადგან იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა.
3 ივლისს, ოთხშაბათს, შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის, საზეიმო აღნიშვნა.
ელჩი რობინ დანიგანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მასპინძლობდნენ გრძელ რიგში მდგომ სტუმრებს.
საელჩოში, რამდენიმე ასეულ სტუმართან ერთად, იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და „ქართული ოცნების“ პარლამენტარები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ხელისუფლების წევრების გამოჩენამ შეკრებილებსა და მედიაში კითხვები გამოიწვია, რადგან რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, „აგენტების კანონის“ მიღების პასუხად, სავიზო შეზღუდვები დააწესა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.
ამერიკის ხელისუფლებას კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია.
Sources: Geo.BigNY.com, Svoboda.org
Leave a Reply