ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს – USAID-ის მაღალჩინოსანი

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაქიი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის გზაზე.

„კავკასიაში ჩვენ ამჟამად ახალ გამოწვევებს ვუპასუხებთ, მაგრამ ვხედავთ ახალ შესაძლებლობებსაც“, – განაცხადა ელჩმა მაქიიმ 26 ივნისს ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე.

„საქართველოში ფოკუსირებულნი ვართ იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ გზაზე და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ოქტომბერში და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ დაიბრუნებს ევროკავშირში ინტეგრაციის იმპულსს“, – განაცხადა მან.

„მმართველი პარტიის მიერ უცხოეთის აგენტების კანონის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და ხაზს უსვამს USAID-ის დახმარებას იქ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საქმეში“, – განაცხადა ელჩმა მაქიიმ.

იმავე მოსმენაზე ჯიმ ო’ბრაიენმა, სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ხელს უშლის ევროინტეგრაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული.

„საქართველოს კონსტიტუციაში, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიღებულ რედაქციაში წერია, რომ ქვეყანას სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ევროკავშირმა ამ კვირაში და ჩვენც, არაერთხელ, საჯაროდ და პირადად, განვუმარტეთ, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ჩინური კომპანიისათვის პორტის კონტრაქტის ფორმულირება, – ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ელჩმა მაკკიმ ასევე განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში, საქართველოს გარდა, USAID-ი ფოკუსირებულია სომხეთის დახმარებაზე:

„სომხეთში ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ რეფორმირებას, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავზარდოთ მდგრადობა საგარეო საფრთხეებისგან დასაცავად“, – თქვა მან.

კავკასიაზე საუბრისას ელჩმა მაკკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ აძლიერებს მუშაობას „შუა დერეფანზე“, რაც, მისი სიტყვებით, არის „მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან, რაც ახდენს საქონლისა და სერვისების მიწოდების დივერსიფიკაციას და ამცირებს რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანზე გამავალ გზებზე“.

2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა.

პროტესტი გრძელდება.

კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

Source: Radio Svoboda


Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • “ათასი ჭრილობით სიკვდილი” – ინტერვიუ ნობელიატ მარია რესასთან

    “ათასი ჭრილობით სიკვდილი” – ინტერვიუ ნობელიატ მარია რესასთან

    2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა თბილისს ამბის თხრობის ფესტივალ “ZEG”-ზე სტუმრობდა. ამ დღეებს დაამთხვია გამომცემლობა „არტანუჯმა“ მისი გახმაურებული წიგნის, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, ქართული თარგმანის პრეზენტაციაც. მარია რესას ნობელის პრემია გადაეცა სიტყვის თავისუფლებისთვის მრავალწლიანი ბრძოლისთვის. ის, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი, ებრძოდა პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ავტორიტარულ რეჟიმს. ხოლო მისი მედიაგამოცემა “რაპლერი” წერდა…

  • ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გაშვების შემდეგ ჰაერში აფეთქდა

    სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან, სავარაუდოდ ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა, მაგრამ ის ჰაერში აფეთქდა. სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რაკეტის საცდელი გაშვების ადგილი დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს იყო. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ რაკეტამ 100 კმ. სიმაღლეს მიაღწია და 200 კმ-ზე მეტი იფრინა. სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა…

  • ისტორიული გამარჯვება – საქართველოს ნაკრები “ევრო 2024-ის” მერვედფინალში გავიდა

    ისტორიული გამარჯვება – საქართველოს ნაკრები “ევრო 2024-ის” მერვედფინალში გავიდა

    საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ…

  • რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრები

    რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრები

    ოთხშაბათს, 26 ივნისს, რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი იწყება. ის მხოლოდ ერთია შეერთებული შტატების ათზე მეტ მოქალაქეს შორის, რომლებიც სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან, ნაწილი კი წინასწარაა დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდება. რამდენიმე მათგანის საქმე საკმაოდ გახმაურებულია. ევან გერშკოვიჩი რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ, რაც 20 წლამდე…

  • ზელენსკიმ ჯარს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ქვეყნის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინა. პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბრიგადის გენერალ ანდრეი ჰნატოვს ამ თანამდებობაზე ნიშნავს. ეს პოზიცია სხვა ფუნქციებთან ერთად, ოპერაციების სტრატეგიულ დაგეგმვასაც გულისხმობს. ჰნატოვი გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლის ჩაანაცვლებს, რომელიც სამხედრო წარუმატებლობის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. ჰნატოვის მთავარი ამოცანები მოიცავს…

  • კიევს ნატოს სამიტზე “მტკიცე” გადაწყვეტილების ხილვა სურს

    უკრაინას სურს იხილოს “მტკიცე” გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ნატოს სამიტზე. საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბრისას, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ კიევის მიზანია, დაწინაურდეს სტრატეგიული მინზისკენ, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტს აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი, 9-12 ივლისს უმასპინძლებს. იჰორ ჟოვკვა ამბობს, რომ კიევის სურვილია, სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდეს. “ვფიქრობ, ეს სამიტი იმსახურებს მტკიცე…

  • ავსტრიული ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელს რუსეთიდან გააძევებენ

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია გაუუქმა ავსტრიის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მთავარ კორესპონდენტს, კაროლ შნაიდერს. მან უახლოეს მომავალში უნდა დატოვოს რუსეთი. ამ ნაბიჯს უწყებამ უწოდა პასუხი ვენაში ТАСС-ის ბიუროს ხელმძღვანელისთვის, არინა დავიდიანისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე. 24 ივნისს ავსტრიის ხელისუფლებამ მას სთხოვა, დაეტოვებინა აკრედიტაციის მოწმობა და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაეტოვებინა ქვეყანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,…

  • რუსეთში „როიტერისა“ და „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

    რუსეთში „როიტერისა“ და „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

    რუსეთში ბრიტანული და ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა სანამ საბოლოო ვერდიქტი იქნება გამოტანილი, სააგენტო „როიტერისა“ და ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს სერგეი კარელინსა და კონსტანტინე გაბოვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სექტემბერამდე გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო და ის სასამართლო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს და მათ უფლებადამცველებს გააცნო. სხდომამდე და სხდომის შემდეგ დაკავებულ…

  • რუსულმა სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის საქმის დახურული განხილვა დაიწყო

    ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსული სასამართლოს წინაშე ეკატერინბურგში, დახურულ კარს მიღმა გამართულ პროცესზე წარდგა. წაყენებული ჯაშუშობის ბრალდებით მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რუსი პროკურორები აცხადებენ, რომ „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ რეპორტიორმა, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დავალებით, საიდუმლო ინფორმაცია შეაგროვა იმ რუსული კომპანიების შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ტანკებს აწარმოებს. გერშკოვიჩი, „უოლ-სტრიტ ჯორნალი“ და ამერიკის…

  • ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს – USAID-ის მაღალჩინოსანი

    შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაქიი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის გზაზე. „კავკასიაში ჩვენ ამჟამად ახალ გამოწვევებს ვუპასუხებთ, მაგრამ ვხედავთ ახალ შესაძლებლობებსაც“, – განაცხადა ელჩმა მაქიიმ 26 ივნისს ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე. „საქართველოში ფოკუსირებულნი ვართ…