საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
Source: Radio Svoboda
Leave a Reply