რუსეთში „როიტერისა“ და „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

რუსეთში ბრიტანული და ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა სანამ საბოლოო ვერდიქტი იქნება გამოტანილი, სააგენტო „როიტერისა“ და ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს სერგეი კარელინსა და კონსტანტინე გაბოვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სექტემბერამდე გაუხანგრძლივა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო და ის სასამართლო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს და მათ უფლებადამცველებს გააცნო. სხდომამდე და სხდომის შემდეგ დაკავებულ ჟურნალისტებს საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების საშუალება არ ჰქონიათ.

სააგენტო „როიტერი“, რომლისთვისაც კონსტანტინე გაბოვი მუშაობდა, ამბობს, რომ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის შესრულება თავისუფლად უნდა შეეძლოთ.

„როიტერი” პრესის თავისუფლების [პრინციპის] ერთგულია და ეწინააღმდეგება ნებისმიერი ჟურნალისტის დაკავებას, დევნას საკუთარი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო“,- ნათქვამია „როიტერის“ ოფიციალურ განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, საზოგადოებას მიაწოდონ ახალი ამბები, შევიწროვების, ფიზიკური საფრთხის, შიშის გარეშე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის განცხადება არ გაუვრცელებია „ასოშეითედ პრესს“, სააგენტოს კითხვით „როიტერის“ ჟურნალისტმა მიმართა.

გაბოვს და კარელინს რუსეთის საგამოძიებო ორგანო იმ მასალის გამო ასამართლებს, რომელიც „იუთუბ” არხ „ნავალნი ლაივისთვის“ მომზადდა. გვერდს სოციალურ მედიაში ალექსეი ნავალნის მოკავშირეები მართავენ. ნავალნი, რომელიც პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო, წელს რუსეთის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და კრიტიკული აზრის დევნა ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდა, რუსეთი საერთაშორისო მედიების ნაწილმა დატოვა.

ქვეყნიდან წავიდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც და კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ნაწილიც, მათ შორის პოლიტიკოსები და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი, ვინც დარჩნენ, მუდმივ საფრთხეში გრძნობენ თავს, ამბობენ ანალიტიკოსები. იზრდება იმ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების რიცხვიც, ვინც კრიტიკული აზრის გამო რუსეთის ციხეში აღმოჩნდა.

Source: VOA.gov


Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • აშშ სანქციებს უწესებს ქსელს, რომელსაც ირანის სამხედროებისთვის მილიარდების გადატანაში ადანაშაულებს

    შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 50-მდე სუბიექტსა და ადამიანს, რომლებსაც ისინი ირანის სამხედროებისთვის მილიარდობით დოლარის გადატანაში ადანაშაულებენ. ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტის 25 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სამიზნეები ჩართულნი არიან “ჩრდილოვან საბანკო ქსელში”, რომელსაც ირანის თავდაცვის სამინისტრო და “შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა” (MODAFL) და “ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი” (IRGC) იყენებენ. ორივე მათგანი შეერთებული შტატების სანქციების ქვეშაა. “ქსელი დაეხმარა…

  • სახლები და ეზოები დაიტბორა მარტვილის სოფლებში

    სახლები და ეზოები დაიტბორა მარტვილის სოფლებში

    ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. რადიო თავისუფლებას მარტვილის მერიაში განუცხადეს, რომ ძლიერი წვიმის გამო სოფლებში ღელეები გადმოვიდა კალაპოტიდან და სოფლების ნაწილში დაიტბორა გზები, ეზოები, ასევე სახლების პირველი სართულები. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროის მონაცებით, საუბარია დაახლოებით 6 სოფელზე. მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. Source: radiotavisupleba.ge

  • შიმშილის გლობალური დაკვირვების სამსახურის თვლის, რომ ღაზაში შიმშილის საფრთხე კვლავ მაღალია

    შიმშილის გლობალური დაკვირვების სამსახურის თვლის, რომ ღაზაში შიმშილის საფრთხე კვლავ მაღალია

    შიმშილის გლობალური დაკვირვების მონაცემებით, ღაზაში კვლავაც მაღალია შიმშილის საფრთხე, რადგან ომი გრძელდება და დახმარებასთან წვდომა შეზღუდულია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებამ შეამცირა მოსალოდნელი უკიდურესი შიმშილის გავრცელება ჩრდილოეთ რაიონებში. სასურსათო უსაფრთხოების ფაზების კომპლექსური კლასიფიკაციის (IPC) განახლებული მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე 495 ათასზე მეტი ადამიანი, სასურსათო დაუცველობის ყველაზე მძიმე, ან “კატასტროფული” მდგომარეობის წინაშეა. ეს უფრო ნაკლებია,…

  • “საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება” – ბორელი

    საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მთავრობა იმავე გზით სიარულს გააგრძელებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომაზე, ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ევროკავშირის წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბლოკის…

  • ბასი: ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია

     კომენტარების ნახვა  ბეჭდვა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსურლებელმა ჯონ ბასმა, ბრიუსელში, პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯონ ბასი, 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ბასმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებთან დაკავშირებით. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რაც…

  • Concept Proposal for Geo.BigNY.com – Georgian New York 2024

    Mission Statement: Geo.BigNY.com is the essential online destination catering to the Georgian diaspora in New York, the broader USA, Georgia, and beyond. Our mission is to provide a dynamic platform delivering news, culture, and community insights in both Georgian and English languages. Through informative and engaging content, we aim to foster community cohesion and celebrate…

  • О БОЛЬШОМ ГРУЗИНСКОМ НЬЮ-ЙОРКА GEO.BIGNY.COM  НА РУССКОМ ЯЗЫКЕ

    О БОЛЬШОМ ГРУЗИНСКОМ НЬЮ-ЙОРКА GEO.BIGNY.COM НА РУССКОМ ЯЗЫКЕ

    Добро пожаловать на Geo.BigNY.com – Ваш источник оперативных новостей и интервью для грузинской общины в Нью-Йорке и США Geo.BigNY.com приглашает вас в увлекательное путешествие по миру грузинской культуры, оперативных новостей и интервью прямо из сердца Нью-Йорка. Мы предлагаем уникальную возможность быть в курсе последних событий, влияющих на грузинское сообщество в Нью-Йорке и за его пределами,…