“საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება” – ბორელი

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მთავრობა იმავე გზით სიარულს გააგრძელებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.

ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომაზე, ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

ევროკავშირის წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები „საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ორშაბათ დილას განაცხადა, რომ საბჭოზე გაიმართება „საორიენტაციო დებატები“ საქართველოზე, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ მიიღებენ.

„ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

„ქართველი ხალხი იქნება ის, ვინც ამის შედეგებს საკუთარ თავზე მიიღებს, ვინც დაზარალდება იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან თუნდაც გაქრება. ძალიან სერიოზულ რამეზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ არ გვინდა, სამოქალაქო პირებზე იყოს [ჩვენი საპასუხო ქმედებების] გავლენა. არ გვინდა მეტი ტკივილი მივაყენოთ მოქალაქეებს. მაგრამ, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩამოთვლილია და დღის ბოლოს შემეძლება გითხრათ, რა რეაქცია ექნებათ საგარეო მინისტრებს ჩემს შეთავაზებაზე“, – თქვა მან.

ბორელმა ჩამოთვალა რამდენიმე ზომა, რომლებსაც იგი დღეს მინისტრებს შესთავაზებს, როგორც მოკლევადიან ზომებს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ: უმაღლესი რანგის პირების ვიზიტების შემცირება; დახმარების, მათ შორის, სამხედრო სფეროში დახმარების შეჩერება და ა.შ.

ევროკავშირი მორიგი გაფართოებისათვის 2030 წლისთვის ემზადება.

ევროკომისიამ, 2024 წლის 7 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ზეპირი ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის თანახმად, ორივე ქვეყანამ შეასრულა ყველა რეფორმა, რომლებიც რეკომენდაციებში იყო გაწერილი, რაც დიდწილად კანონის უზენაესობის საკითხებს ეხებოდა.

ევროკავშირი უკრაინასთან და მოლოდვასთან გაწევრების მოლაპარაკებებს 25 ივნისს ოფიციალურად დაიწყებს.

საქართველომ 2022 წელს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – იგი კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ 2023 წელს გახდა.

საქართველო ორ ქვეყანას დღემდე ჩამორჩება ინტეგრაციის გზაზე.

ვითარება გააუარესა „აგენტების კანონმა“, რაც ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრებას აშორებს.


Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • აშშ სანქციებს უწესებს ქსელს, რომელსაც ირანის სამხედროებისთვის მილიარდების გადატანაში ადანაშაულებს

    შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 50-მდე სუბიექტსა და ადამიანს, რომლებსაც ისინი ირანის სამხედროებისთვის მილიარდობით დოლარის გადატანაში ადანაშაულებენ. ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტის 25 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სამიზნეები ჩართულნი არიან “ჩრდილოვან საბანკო ქსელში”, რომელსაც ირანის თავდაცვის სამინისტრო და “შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა” (MODAFL) და “ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი” (IRGC) იყენებენ. ორივე მათგანი შეერთებული შტატების სანქციების ქვეშაა. “ქსელი დაეხმარა…

  • სახლები და ეზოები დაიტბორა მარტვილის სოფლებში

    სახლები და ეზოები დაიტბორა მარტვილის სოფლებში

    ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. რადიო თავისუფლებას მარტვილის მერიაში განუცხადეს, რომ ძლიერი წვიმის გამო სოფლებში ღელეები გადმოვიდა კალაპოტიდან და სოფლების ნაწილში დაიტბორა გზები, ეზოები, ასევე სახლების პირველი სართულები. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროის მონაცებით, საუბარია დაახლოებით 6 სოფელზე. მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. Source: radiotavisupleba.ge

  • შიმშილის გლობალური დაკვირვების სამსახურის თვლის, რომ ღაზაში შიმშილის საფრთხე კვლავ მაღალია

    შიმშილის გლობალური დაკვირვების სამსახურის თვლის, რომ ღაზაში შიმშილის საფრთხე კვლავ მაღალია

    შიმშილის გლობალური დაკვირვების მონაცემებით, ღაზაში კვლავაც მაღალია შიმშილის საფრთხე, რადგან ომი გრძელდება და დახმარებასთან წვდომა შეზღუდულია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებამ შეამცირა მოსალოდნელი უკიდურესი შიმშილის გავრცელება ჩრდილოეთ რაიონებში. სასურსათო უსაფრთხოების ფაზების კომპლექსური კლასიფიკაციის (IPC) განახლებული მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე 495 ათასზე მეტი ადამიანი, სასურსათო დაუცველობის ყველაზე მძიმე, ან “კატასტროფული” მდგომარეობის წინაშეა. ეს უფრო ნაკლებია,…

  • “საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება” – ბორელი

    საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მთავრობა იმავე გზით სიარულს გააგრძელებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომაზე, ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ევროკავშირის წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბლოკის…

  • ბასი: ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია

     კომენტარების ნახვა  ბეჭდვა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსურლებელმა ჯონ ბასმა, ბრიუსელში, პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯონ ბასი, 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ბასმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებთან დაკავშირებით. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რაც…

  • Concept Proposal for Geo.BigNY.com – Georgian New York 2024

    Mission Statement: Geo.BigNY.com is the essential online destination catering to the Georgian diaspora in New York, the broader USA, Georgia, and beyond. Our mission is to provide a dynamic platform delivering news, culture, and community insights in both Georgian and English languages. Through informative and engaging content, we aim to foster community cohesion and celebrate…

  • О БОЛЬШОМ ГРУЗИНСКОМ НЬЮ-ЙОРКА GEO.BIGNY.COM  НА РУССКОМ ЯЗЫКЕ

    О БОЛЬШОМ ГРУЗИНСКОМ НЬЮ-ЙОРКА GEO.BIGNY.COM НА РУССКОМ ЯЗЫКЕ

    Добро пожаловать на Geo.BigNY.com – Ваш источник оперативных новостей и интервью для грузинской общины в Нью-Йорке и США Geo.BigNY.com приглашает вас в увлекательное путешествие по миру грузинской культуры, оперативных новостей и интервью прямо из сердца Нью-Йорка. Мы предлагаем уникальную возможность быть в курсе последних событий, влияющих на грузинское сообщество в Нью-Йорке и за его пределами,…