ბასი: ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია

 კომენტარების ნახვა

 ბეჭდვა

პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსურლებელმა ჯონ ბასმა, ბრიუსელში, პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯონ ბასი, 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ბასმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

“დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რაც კიდევ ერთი მაგალითია რუსეთი მცდელობისა ეკარნახა თუ როგორ უნდა იცხოვროს მეზობელმა ქვეყანამ და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში ნატოსთან, ძალიან შემაშფოთებელია ქართული ოცნების მთავრობის ევოლუციის ხილვა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. და, იცით, თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი – ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები ჩათვლიან, რომ ის მზადაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც თანსდევს წევრობას, მათ შორის, დაიცავს პრინციპებს, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს წინსვლა ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვიხილეთ”, – თქვა ბასმა.

ასევე ნახეთ:

ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს – იენს სტოლტენბერგი

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, დღეს ქართული საზოგადოების მისწრაფებები “ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია”.

“როგორც აშშ-ის ელჩი, რომელმაც ბევრი სამუშაო გავწიე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა “ქართული ოცნებისთვის” სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო გარანტირებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს საზოგადოებაში. ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევლია”, – თქვა მან.

დღეს, 24 ივნისს, განცხადება გააკეთა სახელმწიდო დეპარტამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჯიმ ო’ბრაიანმა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ალიანსის პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, მიწვეულნი არიან ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში ივლისში გაიმართება.

ასევე ნახეთ:

კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები

“საქართველო და ყველა პარტნიორი იქნება მოწვეული პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ ქართველი ხალხის 80-დან, 85%-მდე [რაოდენობას] ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო დაახლოება სურს ”, – განაცხადა დღეს ჯიმ ო’ბრაიანმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

პრესასთან საუბარში, ო’ბრაიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგელებთან შეერთებული შტატები კომუნიკაციაშია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა “ქართული ოცნების” ლიდერებს გადახედონ უკანასკნელ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. “აგენტების” კანონთან დაკავშირებით.

“მთავრობა, და ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ, ამბობს რომ მათი უკანასკნელი ნაბიჯები არ უქმნის საფრთხეს ამ [ევრო-ატლანტიკურ] გზას. ჩვენ შევეცადეთ ვყოფილიყავით ძალიან მკაფიონი და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოსეფ ბორელმა დღეს ძალზედ ნათლად თქვა, რომ ბოლო ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ძალადობა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მოსკოვზე მოდელირებული უცხოური აგენტის კანონი და გადაწყვეტილება, რომ ახალი პორტი ჩინურ კომპანიას დაუთმონ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-ისა და ევროკავშირის დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ მთავრობას გადახედოს თავის პოზიციას”, – თქვა მან.

ასევე ნახეთ:

ო’ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

ო’ბრაიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველომ, თუ მას სურს დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, უნდა გაითვალისწინოს ამ ორგანიზაციათა პირობები.

“და ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის გადახედვას. ეს მართლაც საკმაოდ მარტივია. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი რომ ავიღოთ მაგალითად, – საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ითამაშოს ჩვენს საფეხბურთო ლიგაში და მერე თქვა, ოჰ, სხვათა შორის, ჩვენ გვსურს გვყავდეს 15 ფეხბურთელი მოედანზე. არა – იგივე რაოდენობის მოთამაშეები უნდა გყავდეს, როგორც ყველას. თუ გინდა ითამაშო ეს ისე უნდა გააკეთო, როგორც ყველა სხვა აკეთებს. ეს არის კლუბის წესები. ამიტომ, ეს არ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველომ სუვერენულად გადაწყვიტა, რომ სურს კლუბში გაწევრიანება. და ჩვენ უბრალოდ ვხსნით რას ნიშნავს ეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. იმავდროულად, ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული მათთან კომუნიკაციაში და ევროკავშირის ცალკეული ლიდერები აქტიურნი არიან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საუბრებს”, – თქვა მან.

ჯიმ ო’ბრაიანი საქართველოში ვიზიტით მაისში იმყოფებოდა. მაშინ მან მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერებს უკან გაეწვიათ ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი. მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” კანონი მიიღო, შეერთებულმა შტატებმა ქართველი ოფიციალური პირების, პარლამენტარების და ცალკეული ინდივიდების წინააღდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა.

Source: VOA.gov


Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • “ათასი ჭრილობით სიკვდილი” – ინტერვიუ ნობელიატ მარია რესასთან

    “ათასი ჭრილობით სიკვდილი” – ინტერვიუ ნობელიატ მარია რესასთან

    2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა თბილისს ამბის თხრობის ფესტივალ “ZEG”-ზე სტუმრობდა. ამ დღეებს დაამთხვია გამომცემლობა „არტანუჯმა“ მისი გახმაურებული წიგნის, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, ქართული თარგმანის პრეზენტაციაც. მარია რესას ნობელის პრემია გადაეცა სიტყვის თავისუფლებისთვის მრავალწლიანი ბრძოლისთვის. ის, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი, ებრძოდა პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ავტორიტარულ რეჟიმს. ხოლო მისი მედიაგამოცემა “რაპლერი” წერდა…

  • ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გაშვების შემდეგ ჰაერში აფეთქდა

    სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან, სავარაუდოდ ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა, მაგრამ ის ჰაერში აფეთქდა. სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რაკეტის საცდელი გაშვების ადგილი დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს იყო. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ რაკეტამ 100 კმ. სიმაღლეს მიაღწია და 200 კმ-ზე მეტი იფრინა. სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა…

  • ისტორიული გამარჯვება – საქართველოს ნაკრები “ევრო 2024-ის” მერვედფინალში გავიდა

    ისტორიული გამარჯვება – საქართველოს ნაკრები “ევრო 2024-ის” მერვედფინალში გავიდა

    საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ…

  • რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრები

    რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრები

    ოთხშაბათს, 26 ივნისს, რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი იწყება. ის მხოლოდ ერთია შეერთებული შტატების ათზე მეტ მოქალაქეს შორის, რომლებიც სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან, ნაწილი კი წინასწარაა დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდება. რამდენიმე მათგანის საქმე საკმაოდ გახმაურებულია. ევან გერშკოვიჩი რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ, რაც 20 წლამდე…

  • ზელენსკიმ ჯარს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ქვეყნის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინა. პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბრიგადის გენერალ ანდრეი ჰნატოვს ამ თანამდებობაზე ნიშნავს. ეს პოზიცია სხვა ფუნქციებთან ერთად, ოპერაციების სტრატეგიულ დაგეგმვასაც გულისხმობს. ჰნატოვი გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლის ჩაანაცვლებს, რომელიც სამხედრო წარუმატებლობის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. ჰნატოვის მთავარი ამოცანები მოიცავს…

  • კიევს ნატოს სამიტზე “მტკიცე” გადაწყვეტილების ხილვა სურს

    უკრაინას სურს იხილოს “მტკიცე” გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ნატოს სამიტზე. საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბრისას, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ კიევის მიზანია, დაწინაურდეს სტრატეგიული მინზისკენ, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტს აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი, 9-12 ივლისს უმასპინძლებს. იჰორ ჟოვკვა ამბობს, რომ კიევის სურვილია, სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდეს. “ვფიქრობ, ეს სამიტი იმსახურებს მტკიცე…

  • ავსტრიული ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელს რუსეთიდან გააძევებენ

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია გაუუქმა ავსტრიის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მთავარ კორესპონდენტს, კაროლ შნაიდერს. მან უახლოეს მომავალში უნდა დატოვოს რუსეთი. ამ ნაბიჯს უწყებამ უწოდა პასუხი ვენაში ТАСС-ის ბიუროს ხელმძღვანელისთვის, არინა დავიდიანისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე. 24 ივნისს ავსტრიის ხელისუფლებამ მას სთხოვა, დაეტოვებინა აკრედიტაციის მოწმობა და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაეტოვებინა ქვეყანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,…

  • რუსეთში „როიტერისა“ და „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

    რუსეთში „როიტერისა“ და „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

    რუსეთში ბრიტანული და ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა სანამ საბოლოო ვერდიქტი იქნება გამოტანილი, სააგენტო „როიტერისა“ და ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს სერგეი კარელინსა და კონსტანტინე გაბოვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სექტემბერამდე გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო და ის სასამართლო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს და მათ უფლებადამცველებს გააცნო. სხდომამდე და სხდომის შემდეგ დაკავებულ…

  • რუსულმა სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის საქმის დახურული განხილვა დაიწყო

    ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსული სასამართლოს წინაშე ეკატერინბურგში, დახურულ კარს მიღმა გამართულ პროცესზე წარდგა. წაყენებული ჯაშუშობის ბრალდებით მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რუსი პროკურორები აცხადებენ, რომ „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ რეპორტიორმა, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დავალებით, საიდუმლო ინფორმაცია შეაგროვა იმ რუსული კომპანიების შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ტანკებს აწარმოებს. გერშკოვიჩი, „უოლ-სტრიტ ჯორნალი“ და ამერიკის…

  • ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს – USAID-ის მაღალჩინოსანი

    შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაქიი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის გზაზე. „კავკასიაში ჩვენ ამჟამად ახალ გამოწვევებს ვუპასუხებთ, მაგრამ ვხედავთ ახალ შესაძლებლობებსაც“, – განაცხადა ელჩმა მაქიიმ 26 ივნისს ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე. „საქართველოში ფოკუსირებულნი ვართ…