Category: GEORGIAN VOA

  • აშშ სანქციებს უწესებს ქსელს, რომელსაც ირანის სამხედროებისთვის მილიარდების გადატანაში ადანაშაულებს

    შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 50-მდე სუბიექტსა და ადამიანს, რომლებსაც ისინი ირანის სამხედროებისთვის მილიარდობით დოლარის გადატანაში ადანაშაულებენ. ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტის 25 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სამიზნეები ჩართულნი არიან “ჩრდილოვან საბანკო ქსელში”, რომელსაც ირანის თავდაცვის სამინისტრო და “შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა” (MODAFL) და “ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი” (IRGC) იყენებენ. ორივე მათგანი შეერთებული შტატების სანქციების ქვეშაა. “ქსელი დაეხმარა…

  • სახლები და ეზოები დაიტბორა მარტვილის სოფლებში

    სახლები და ეზოები დაიტბორა მარტვილის სოფლებში

    ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. რადიო თავისუფლებას მარტვილის მერიაში განუცხადეს, რომ ძლიერი წვიმის გამო სოფლებში ღელეები გადმოვიდა კალაპოტიდან და სოფლების ნაწილში დაიტბორა გზები, ეზოები, ასევე სახლების პირველი სართულები. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროის მონაცებით, საუბარია დაახლოებით 6 სოფელზე. მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. Source: radiotavisupleba.ge

  • “საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება” – ბორელი

    საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მთავრობა იმავე გზით სიარულს გააგრძელებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომაზე, ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ევროკავშირის წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბლოკის…